| მოგესალმებით შპს
"ფინანსები"-ს ვებ გვერდზე. აქ თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი მომსახურების სახეებს და მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. ჩვენი კომპანიის კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიების უმრავლესობისათვის (მიუხედავად მათი პროფილისა) ფინანსების მართვა, ანალიზი, პროგნოზირება, ბუღალტრული აღრიცხვა, ხელფასების დარიცხვა, ბეგარის გაანგარიშება და დარიცხვა არ წარმოადგენს მათი ძირითადი საქმიანობის სახეს. რაც
თავის მხრივ დაკავშირებულია ეკონომიკური, ფინანსური და სააღრიცხვო სამსახურების შენახვისათვის საჭირო მნიშვნელოვან დანახარჯებთან.
თუ თქვენ გყავთ ამ დარგის სპეციალისტები, რომლებიც თხოულობენ ცოტას და მუშაობენ მხოლოდ თქვენთან - იცოდეთ, რომ ისინი სპეციალისტები არ არიან. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: - ბუღალტრული აღრიცხვა - ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის ორგანიზება და წარმოება, კონსულტაციები აღრიცხვის სამსახურის მუშაკებისათვის;
- გადასახადების მართვა - დახმარება გადასახადების მართვასა და ოპტიმიზაციის საკითხებში, მათ შორის გადასახადების დაგეგმვა საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით.
- სტრატეგიული დაგეგმარება - სტრატეგიული და ფუნქციონალური ალტერნატივების შემუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი.
- ფინანსების მართვა და ანალიზი - ფინანსური საქმიანობის შეფასება დინამიკაში, ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და პროგნოზი.
თუ გვანდობთ თქვენი ფინანსებისა მართვასა და აღრიცხვას თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ: - თქვენი აღრიცხვისა და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაცია ყოველთვის იქნება წესრიგში;
- სრულად იქნება დაცული საქართველოსა და იმ ქვეყნების კანონმდებლობა, რომელთა კომპანიებთან თქვენ გაკავშირებთ პარტნიორული ურთიერთობები;
- კომპანიის ხელმძღვანელობის პირველი რგოლი მათ მიერ დადგენილ ვადებში მიიღებს გაშლილ მმართველობით ბალანს სიტუაციის მოსალოდნელი განვითარების პროგნოზით;
- სწორად შევსებული საგადასახადო ანგარიშები წარდგენილი იქნება საგადასახადო ინსტანციებში მკაცრად დადგენილ ვადებში;
- ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დაიცავენ თქვენს ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებში, რასაც ისინი სისტემატურად აკეთებენ - ეს მათი სამუშაოა;
- თქვენ გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტანციას კონფედენციალურობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
|