| | ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია ფინანსური ინფორმაციის ფორმირება კომპანიის მდგომარეობის, საქმიანობის ფინანსური რეზულტატების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი რეზულტატები და ნათლად დავინახოთ კომპანიის შიდა რეზერვები. ბუღალტრული აღრიცხვა არის უცილობელი ინსტრუმენტი ნებისმიერი კომპანიის მართვისას. მართვა - ეს არის გადაწყვეტილების მიღება. მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება კი არ შეიძლება კომპანიაში მიმდინარე შიდა პროცესებისა და საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე არსებული მდგომარეობის ცოდნის გარეშე. სწორედ კომპანიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე ინფორმაცია აისახება ბუღალტრულ რეგისტრებში. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება სავალდებულოა ყველა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას და ადგენენ ბუღალტრულ ანგარიშებს საგადასახადო კოდექსის მიხედვით. ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებაზე ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს შიდა მმართველობითი აღრიცხვის ორგანიზებას, ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენასა და წარმოებას, ბუღალტრული და საგადასახადო ანგარიშების შედგენას, საბანკო ანგარიშების მომსახურებას, ერთჯერად კონსულტაციებს და მუდმივ დახმარებას საფინანსო და სააღრიცხვო სამსახურების მუშაკებისათვის. |