განახლების თარიღი: 15.05.2009

პროგრამის შესახებ
შესაძლებლობები
ფასი და გადმოწერა
რეგისტრაცია
სხვა უფასო პროგრამები

პროგრამის შესახებ

პროგრამა შექმნილია ჩვენი კომპანიის მიერ და გამიზნულია ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისათვის კომპიუტერზე.

მისი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ანალოგიური დანიშნულების პროგრამებისაგან არის ქართული და მარტივი ინტერფეისი. მომხმარებლისათვის საკმარისია იცოდეს ბუღალტრული გატარების შედგენა და იგი უკვე მზად არის პროგრამასთან სამუშაოდ.

ჩვენ ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებისას ვიყენებთ სწორედ ამ პროგრამას, რის გამოც გვაქვს საშუალება ერთდროულად მოვემსახუროთ ათეულობით კომპანიას.

პროგრამა მუდმივად იხვეწება და ყოველი ახალი ვერსია უფასოა რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის (განსხვავებით სხვა პროგრამებისაგან).

და ბოლოს ფასი - იგი ყველაზე იაფია დღეს ბაზარზე არსებულ სხვა პროგრამებთან შედარებით, ამაში თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ.